Sunday 30 June 2013

1.      პროექტის სახელწოდება:  „დავეხმაროთ სკოლას
2.      პროექტის ხელმძღვანელი: ნანა დემეტრაშვილი
3.      პროექტში მონაწილენი: IX კლასის მოსწავლეები
4.      პროექტის ხანგრძლივობა: ერთი თვე
5.       პროექტის მთავარი იდეა:  სკოლის ადმინისტრაციამ და სამეურვეო საბჭომ მოინდომეს  სკოლის ფასადის გალესვა და შეღებვა. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს დაეხმარონ სკოლას - შეასრულონ საჭირო გაზომვები, გამოთვლები და შეადგინონ ხარჯთაღრიცხვა, თუ რა თანხები დასჭირდება აღნიშნული სამუშოების შესრულებას.
6.      პროექტის აქტუალობა: პროექტი საკმაოდ აქტუალურია, რადგან მოსწავლეები შეძლებენ თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, შეასრულებენ სკოლისთვის ძალინ მნიშვნელოვან სამუშაოს, რითიც თავს იგრძნობენ სკოლის სრულუფლებიან და  საჭირო  წევრებად.
7.      პროექტის მიზნები (ესგ-სთან კავშირში): IX.10  მოსწავლეები შეძლებენ ობიექტთა ზომებისა და მათ შორის მანძილების მოძებნას.
       IX.11  შეეძლებათ გეომეტრიული დებულებების მართებულობის დასაბუთება.
       IX.4  გამოიყენებენ მსჯელობა დასაბუთების სხვადასხვა ხერხს.
       IX.3  შეძლებენ ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებების შესრულებას და შედეგის შეფასებას.

       IX.5  მოსწავლეები შეძლებენ პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე პრობლემის                გადაწყვეტას.